Friday, December 14, 2018

მერვე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე დაიწყო მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის-პრეზენტაციის  და პრეზენტაციის რუბრიკის განხილვით. პრეზენტაციის რუბრიკაში შევიტანე მახასიათებლები რომლითაც შეფასედება მოსწავლის ნაშრომი.პროექტში გამოყენებული მაქვს აქტივობა რომლის მიხედვითაც მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად, მოსწავლეების ჯგუფებად გაყოფისთვის ვიყენებ კოლაბორაციულ რუბრიკას, სადაც თითოეული ჯგუფის წევრისთვის შესასრულებელი აქტივობებია ჩამოწერილი. განვიხილეთ კონელის კითხვარი, რომლითაც ფასდება ინტელექტუალური მონაცემები, რომლის საშუალებითაც დავადგენ მოსწავლის შესაძლებლობებს.
ამ შეფასების ინსტრუმენტებს და მეთოდებს მოსწავლეებს წინასწარ ვაცნობ , რაც გამოიწვევს მათ ცართულობას. ასევე სახელმძღვანელოდან გავიგე რომ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები სასურველია მოსწავლეებთან ერთად შევიმუშაო, მომდევნო პროექტისთვის ამ ინსტრუმენტებს შევქმნი მოსწავლეებთან ერთად, რაც მოსწავლეებსაც და მეც დამეხმარება საკითხის უკეთ გაგებაში.იმისათვის რომ ყველა მოსწავლე ჩართული იყოს პროექტში საჭიროა მოვახდინო ფასილიტირება და დიფერენცირება კლასის.ამ მიზნით შევიმუშავებ თითოეული მოსწავლის საჭიროებიდან გამომდინარე რომელი საჭიროებაც დავადგენ ვ-მ-ვ დიაგრამის საშუალებით და ამ მოსწავლეებისათვის განვსაზღვრავ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობებს პროექტის ფარგლებში. სახელმძღვანელოდან ჩამოვტვირთეთ და ავტვირთეთ ჩვენს ბლოგში რესურსებში და სასწავლო პროექტის დამხმარეში მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რომლებიც მომავალშიც დამეხმარება პროექტის დაგეგმვაში.ამის შემდეგ მომდევნო ლექციისთვის მოსამზადებელი მაქვს გეგმის დასრულება , სახელმძღვანელოში გადავხედო 6,7 მოდულებს .

No comments:

Post a Comment